Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორები ლიდერობენ, თუმცა პარლამენტში მათი პოზიციები შესუსტდა


დიდ ბრიტანეთში გამოაცხადეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები. კონსერვატორებმა მოიპოვეს 314 ადგილი, ლეიბორისტებმა - 266. შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ მიიღო 34 მანდატი, ლიბერალ-დემოკრატებმა - 14. თემთა პალატაში 650 ადგილია. ძალთა ამგვარი განლაგება, თუკი გამარლდება წინასწარი შედეგები, იმას ნიშნავს, რომ კონსერვატორების პოზიციები დასუსტდა. ლეიბორისტებმა, რომლებმაც წარმატებული კამპანია აწარმოეს, შეძლეს მოწინააღმდეგისთვის შეექმნათ იმიჯი „უგულო პარტიისა“, რომელიც სოციალური ხარჯების შემდგომ შემცირებას ითხოვს. ამის საპირისპიროდ, ლეიბორისტების ლიდერის, ჯერემი კორბინის რიტორიკამ გამოხმაურება ჰპოვა პირველ რიგში ახალგაზრდა ამომრჩევლებში. მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, 18 აპრილს გამოაცხადა ვადამდელი არჩევნების შესახებ. მისი თქმით, მას უფრო ძლიერი მანდატი სჭირდება „ბრექსიტის“ თაობაზე მოლაპარაკებებში. კამპანიის მსვლელობისას კონსერვატორები ბრიუსელთან მოლაპარაკებებში მკაცრი კურსის მხარდაჭერით გამოვიდნენ. ლეიბორისტები ჯერემი კორბინის მეთაურობით აცხადებენ, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შენარჩუნებას შეეცდებიან. ლიბერალ-დემოკრატები „ბრექსიტის“ თაობაზე ახალი რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ, შოტლანდიის ნაციონალური პარტია კი - შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის გამეორებას.

XS
SM
MD
LG