Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ჯგუფ "ბირჟა მაფიის" დაკავებული წევრების მხარდასაჭერად მსვლელობა დაიწყო


ლოზუნგით „ხალხთან ომი დაასრულდეს“, თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაიწყო საპროტესტო მსვლელობა, რომელიც "თეთრი ხმაურის" მიერაა ორგანიზებული. 9 ივნისს სამართალდამცველებმა ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯგუფ “ბირჟა მაფიის“ ორი წევრი დააკავეს. საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეუფარდა. თავად დაკავებული რეპერები, მათი ოჯახის წევრები, ადვოკატები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დარწმუნებით აცხადებენ, რომ დაკავების ფაქტი წარმოადგენს სამართალდამცველთა ანგარიშსწორებას იმ მუსიკალური კლიპის გამო, რომელიც 4 ივნისს გამოქვეყნდა youtube-ზე და რომელშიც პოლიციელები არიან გაშარჟებული. საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ამ კლიპს უწოდა „საშინელი“ უპატივცემულობა სამართალდამცველების მიმართ და „სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“. მშვიდობიანი საპარლამენტო აქცია პარლამენტის შენობის წინ გრძელდება.

XS
SM
MD
LG