Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი „ზედმეტად მკაცრად“ მიიჩნევს არსებულ ნარკოპოლიტიკას


საქართველოს პრემიერ-მინისტრი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურანარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული ახალგაზრდების, ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრების, მიხეილ მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას საქმეს. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ „კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი და საჭიროებს ლიბერალიზაციას. „ამიტომ, თხოვნით მივმართავ პარლამენტს, დაჩქარდეს ამ საკითხზე მუშაობა, რათა საშემოდგომო სესიისთვის მაინც მოვასწროთ სახეცვლილი, ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონის მიღება“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვაში. ამ განცხადების ფონია, 9 ივნისს, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯგუფ “ბირჟა მაფიის“ ორი წევრის დაკავება, რასაც მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია მოჰყვა. ლოზუნგით „ხალხთან ომი დაასრულდეს“, 10 ივნისს საღამო თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაიწყო საპროტესტო მსვლელობა, რომელიც „თეთრი ხმაურის“ მიერ არის ორგანიზებული. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აქციის მოთხოვნის პასუხად აცხადებს, რომ „სამართალწარმოების პროცესი ჯერ დასრულებული არ არის“, რადგან პოკურატურა უმოკლეს ვადაში შეისწავლის აღნიშნული საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

XS
SM
MD
LG