Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“-ის მფლობელები არ ადასტურებენ მათ მიერ ნიკა გვარამიას გათავისუფლებას


ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის აქციების საკონტროლი პაკეტის მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები ტელეკომპანიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც „მიზანმიმართულ სიცრუეს“ უწოდებენ მათ მიერ, არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გათავისუფლებას. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თავად განაცხადა, რომ ტოვებდა თანამდებობას, რასაც არხის დამფუძნებლების მხრიდან წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. ძმებ ყარამანიშვილების თქმით, გვარამიას, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლაში, „ხვალვე შეუძლია განაახლოს ტელეკომპანიაში თავისი უფლება-მოვალეობების შესრულება“. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელების თანახმად, რამდენიმე კვირის წინ, დამფუძნებლები და გენერალური დირექტორი შეთანხმდნენ კომპანიის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის ერთობლივ გეგმაზე.

XS
SM
MD
LG