Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის იუსტიციის მინისტრი სენატის წინაშე წარსდგება რუსეთთან კონტაქტების საქმეზე


აშშ-ის იუსტიციის მინისტრი ჯეფ სეშენსი 13 ივნისს სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე წარსდგება და სენატორების შეკითხვებს საჯაროდ უპასუხებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევისადა რუსეთის ოფიციალურ პირებთან დონალდ ტრამპის დაახლოებული პირების კავშირების თაობაზე. სეშენსის სენატში დაბარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 8 ივნისს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა დირექტორმა, ჯეიმს კომიმ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაადანაშაულა თავად კომისა და ბიუროს შესახებ არაერთი „ტყუილის“ თქმაში. 8 ივნისს სენატის დაზვერვის კომიტეტში ჩვენების მიცემისას, კომიმ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან გაუმართლებელი ბრალდება უწოდა იმის თქმას, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო არეულია. 13 ივნისს ამერიკულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს თანამდებობიდან გაათავისუფლოს რობერტ მიულერი, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი, რომელიც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 17 მაისს დანიშნა სპეციალურ მრჩევლად, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთისა და დონალდ ტრამპის შესაძლო კავშირების გამოძიებას.

XS
SM
MD
LG