Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა და ევროკავშირმა დაიწყეს ბრექსიტის შესახებ მოლაპარაკება


ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი ბრექსიტის საკითხში, დევიდ დევისი, „კონსტრუქციულს“ უწოდებს პოზიციებს, რომლებითაც ევროკავშირმა და ლონდონმა დაიწყეს ბრექსიტის შესახებ მოლაპარაკება. ბრიუსელში 19 ივნისს გაიმართა დევისის შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენელთან, მიშელ ბარნიესთან. შეხვედრის შემდეგ ბარნიემ განაცხადა, რომ დევისს შეუთანხმდა თარიღებზე, პროცესის ორგანიზებასა და პრიორიტეტებზე მოლაპარაკების დროს. მისი თქმით, პირველ რიგში საჭიროა ბრექსიტთან დაკავშირებული გაურკვევლობისთვის ბოლოს მოღება და პროცესის მოწესრიგებულად წარმართვა, ხოლო შემდეგი ნაბიჯი უნდა გახდეს ევროკავშირთან ბრიტანეთის სამომავლო ურთიერთობაზე შეთანხმება. ბრექსიტზე მოლაპარაკება დაიწყო თითქმის ერთ წელიწადში მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე, ბევრისათვის მოულოდნელად, უმრავლესობა მიემხრო ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას.

XS
SM
MD
LG