Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში თავიდან იქნა აცილებული მძიმე თავდასხმა


ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრის, იან იამბონის შეფასებით, თავიდან იქნა აცილებული მძიმე თავდასხმა, როცა მოკლეს სავარაუდო თვითმკვლელი თავდამსხმელი, რომელიც აპირებდა ძლიერი აფეთქების მოწყობას ბრიუსელის ცენტრალურ სადგურში. ინციდენტი 20 ივნისის საღამოს მოხდა. მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბომბი, რომელიც მთელი ძალით არ აფეთქებულა, სავსე იყო ლურსმნებით და ჰგავდა მოწყობილობებს, რომლებიც გამოყენებულ იქნა 2016 წლის მარტში, როცა ბრუსელის აეროპორტში და მეტროში აფეთქებების შედეგად დაიღუპა 32 ადამიანი. უშუალოდ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, ბელგიის ფედერალური პროკურატურის პრესმდივანმა, ერიკ ვან დერ სიპტმა გააკეთა განცხადება მომხდარზე: „საღამოს, დაახლოებით, 8:30 საათზე აფეთქება მოხდა ცენტრალურ სადგურში აქ, ბრიუსელში. ეჭვმიტანილი აფეთქების შემდეგ მყისვე იქნა ნეიტრალიზებული სამხედროების მიერ, რომლებიც ცენტრალურ სადგურში იმყოფებოდნენ. სხვა მსხვერპლი არ არის. ინციდენტი მიჩნეულია ტერორისტულ აქტად და გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება“ - განაცხადა ბელგიის პროკურატურის პრესმდივანმა. დღეს მან პრესას გააცნო ინფორმაცია ეჭვმიტანილის ვინაობის შესახებ: საქმე ეხება 1981 წელს დაბადებულ, წარმოშობით მაროკოელ მამაკაცს, რომელიც არ იყო ეჭვმიტანილი ტერორიზმთან კავშირში.

XS
SM
MD
LG