Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში ივლისისთვის გადადეს ჟურნალისტ მიკოლა სემენას სასამართლო პროცესი


ყირიმში 7 ივლისისთვის გადადეს რადიო თავისუფლების შტატგარეშე თანამშრომლის, ადგილობრივ ჟურნალისტ მიკოლა სემენას სასამართლო პროცესი. მას სეპარატიზმის ბრალდება აქვს წაყენებული უკრაინის კუთვნილ ყირიმში, რომლის ანექსიაც 2014 წელს მოახდინა რუსეთმა. სემენა უსაფუძვლოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს სამართლებრივ დევნას. სიმფეროპოლში სემენას სასამართლო პროცესი უკვე რამდენჯერმე გადაიდო. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. რუსეთს უკვე რამდენიმე ყირიმელი ჰყავს დაპატიმრებული ნახევარკუნძულის ანექსიის კრიტიკის გამო.

XS
SM
MD
LG