Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის თქმით, მას არ მოეპოვება კომისთან საუბრის ჩანაწერი


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ გაუკეთებია და არ მოეპოვება მისი და გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორის, ჯეიმს კომის საუბრის აუდიოჩანაწერები. მაგრამ 22 ივნისს ტვიტერში მან ასევე დაწერა, რომ არ იცის, არსებობს თუ არა სხვა ჩანაწერები. ტრამპმა კომი 9 მაისს მოხსნა. ამის შემდეგ კომიმ მალე განაცხადა, რომ ტრამპმა მას ერთ-ერთი შეხვედრისას სთხოვა, ლოიალობის პირობა დაედო და იმედი გამოთქვა, რომ კომი შეწყვეტდა გამოძიებას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ტრამპის მრჩევლის, მაიკლ ფლინის კავშირების თაობაზე.

XS
SM
MD
LG