Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს გიორგი მიქაუტაძე


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტი 4 წლის ვადით ჩაიბარა გიორგი მიქაუტაძემ, რომელსაც 24 ივნისს გამართულ ფარულ კენჭისყრაზე მხარი საბჭოს 246 წევრმა დაუჭირა. მეორე კანდიდატს რევაზ ნადარაიას კი 25 ხმა ჰქონდა. გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ლევან მურუსიძეს შეცვლის, ამ დრომდე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობდა. როგორც მან კენჭისყრის დაწყებამდე განაცხადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად არჩევის შემთხვევაში სასამართლოს თავმჯდომარეობის თანამდებობას დატოვებს. შაბათს მოსამართლეთა 21-ე რიგგარეშე კონფერენცია ჩატარდა, სადაც ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი და ირაკლი შენგელია აირჩიეს. ოთხივე წევრს ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

XS
SM
MD
LG