Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში სასამართლომ გადაწყვიტა სალვადორ დალის გვამის ექსჰუმაცია


მადრიდში სასამართლომ გადაწყვიტა გამოჩენილი მხატვრის, სალვადორ დალის გვამის ექსჰუმაცია მის მამობასთან დაკავშირებული სარჩელის გამო. ჩრდილოეთ ესპანეთის ქალაქ ჟირონის მკვიდრი, მარია პილარ აბელი მოითხოვს სალვადორ დალის ქალიშვილად ცნობას, რის გამოც სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს გვამის ექსჰუმაციას და დნმ-ის ანალიზის გაკეთებას. აბელი 1956 წელს არის დაბადებული და ირწმუნება, რომ დედამისს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა სალვადორ დალისთან 50-იან წლებში, როცა მხატვრის ოჯახში იყო დასაქმებული. ესპანეთის გაზეთ „ელ პაისის“ ინფორმაციით, მარია პილარ აბელი 2007 წლიდან იბრძვის სალვადორ დალის შვილად აღიარებისათვის. მხატვარი 1989 წელს, 84 წლის ასაკში გარდაცვალა. ის აღიარებულია სიურრეალიზმის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენლად.

XS
SM
MD
LG