Accessibility links

სერბიაში ღიად ჰომოსექსუალი ქალი პირველად გახდა პრემიერ-მინისტრი


29 ივნისს სერბმა კანონმდებლებმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე პირველად აირჩიეს ღიად ჰომოსექსუალი ქალი. კონსერვატორული ბალკანური ქვეყნის პარლამენტმა 157-ი ხმით 55-ის წინააღმდეგ დაამტკიცა პრემიერ-მინისტრის პოსტზე 41 წლის ანა ბრნაბიჩი, რომლის კანდიდატურაც საკანონმდებლო ორგანოს სერბიის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა, წარუდგინა. ამ ნაბიჯით ვუჩიჩს სურდა, გაექარწყლებინა დასავლეთის ეჭვი, რომ სერბეთი რუსეთს უახლოვდებოდა. ბრნაბიჩმა თქვა, რომ სერბეთის ინტეგრაცია ევროკავშირში იქნებოდა პრიორიტეტი, ისევე როგორც პოზიტიური კავშირების შენარჩუნება რუსეთთან, ჩინეთთან და აშშ-სთან. ამის მიუხედავად, სერბიის ახალ მთავრობაში ბევრი ღიად ანტიდასავლელი მინისტრია, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. ანა ბრნაბიჩმა თავის წარმომადგენლად დანიშნა ნენად პოპოვიჩი, გავლენიანი ბიზნესმენი, რომელსაც ფართო კავშირები აქვს რუსეთთან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG