სირცხვილი და უსირცხვილობა საზოგადოებრივი საპირფარეშოების გარშემო
სტატიაში „ცივილიზებული სამყაროს უკანასკნელი ტაბუ“ არქიტექტორი და ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე ლაპარაკობს იმ გადაულახავ უხერხულობაზე, რომლისგანაც ქართული საზოგადოება ვერ იქნა და ვერ გათავისუფლებულა. საქმე ეხება კითხვას, რომელიც ქუჩაში გადაადგილებისას ნებისმიერს შეიძლება გაუჩნდეს: „უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით, სად არის ტუალეტი?“ ამ კითხვას მოქალაქეები ჩუმად სვამენ, კაცები, როგორც წესი, კაცებს ეკითხებიან, ქალები კი - ქალებს. ამ სირცხვილის საპირისპიროზე მეტყველებს ქალაქში მიწისქვეშა გადასასვლელები და მიყრუებული ადგილები, რომლებიც იმპროვიზებულ საპირფარეშოებად არის ქცეული. მიუხედავად იმისა, რომ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გარკვეული ნაბიჯები გადაიგდა, ეს სივრცეები მაინც ვერ გათავისუფლდა ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების ფუნქციისგან.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"