Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

PACE-ს დელეგატებმა გამოაქვეყნეს შუამდგომლობა ასამბლეის თავმჯდომარისთვის უფლებამოსილებების შეწყვეტის თაობაზე


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებმა გამოაქვეყნეს შუამდგომლობა ასამბლეის თავმჯდომარისთვის, პედრო აგრამუნტისთვის უფლებამოსილებების შეწყვეტის თაობაზე. ამ საკითხზე კენჭისყრა ოქტომბერში გაიმართება პლენარულ სხდომაზე. იმ შემთხვევაში, თუკი აგრამუნტი ნებაყოფლობით გადადგება, მისი მოხსნის პროცესი შეწყდება. მანამდე საპარლამენტო ასამბლეამ აგრამუნტს უნდობლობის ვოტუმი გამოუტანა, მაგრამ ვერ შეძლო თანამდებობიდან მისი გადაყენება. თავმჯდომარის გადაყენების პროცედურა არ არის გათვალისწინებული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტში. ამ კვირაში, ასამბლეის საზაფხულო სესიაზე, ევროპის სახალხო პარტიამ აგრამუნტი საკუთარი რიგებიდან გარიცხა. ახლა პოლიტიკოსს დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი აქვს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის მოხსნის საკითხი ინიცირებულ იქნა მას შემდეგ, რაც ის სირიაში მოგზაურობისას სათავეში ჩაუდგა ასამბლეისა და რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატების დელეგაციას.

XS
SM
MD
LG