Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 ივლისიდან მართვის მოწმობას ქულები ჩამოაკლდება საგზაო მოძრაობის დარღვევის შემთხვევაში


1-ელი ივლისიდან, მართვის მოწმობას ქულები ჩამოაკლდება საგზაო მოძრაობის 50-ზე მეტი წესის დარღვევის შემთხვევაში. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მართვის მოწმობისთვის მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს. "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებით, მართვის მოწმობას 1-ელი ივლისიდან 100 ქულა ენიჭება, ხოლო თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს. კალენდარული წლის განმავლობაში 100 ქულის ნულამდე შემცირების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება შეუწყდება და მის მისაღებად გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.

XS
SM
MD
LG