Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის თანახმად ტრამპისა და პუტინის შეხვედრა 7 ივლისს გაიმართება


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა 7 ივლისს გაიმართება ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის პირველ დღეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვზე დაყრდნობით იუწყება რუსეთის ახალი ამბების სააგენტო „რია-ნოვოსტი“. თუმცა, კრემლს არ დაუზუსტებია, თუ რა ფორმატში გაიმართება შეხვედრა. ჰამბურგში, ტრამპისა და პუტინის პირველ შეხვედრაზე ინფორმაცია უფრო ადრე დაადასტურა თეთრმა სახლმა. თუმცა, დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ეიჩ არ მაკმასტერმა, 29 ივნისს აღნიშნა, რომ არ არსებობს „ამ შეხვედრის კონკრეტული გეგმა და პრეზიდენტი ისაუბრებს, იმ საკითხებზე, რასაც საჭიროდ ჩათვლის“.

XS
SM
MD
LG