Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამბურგში ნაშუადღევს გაიმართება დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7 ივლისს პირისპირ შეხდება რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს. რუსეთის პრეზიდენტი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 7 ივლისს დილით ჩავიდა, სადაც დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ევროპის დროით ნაშუადღევს შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს. შეხვედრის მთავარ მიზნად სახელდება ორ ქვეყანას შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის განმუხტვა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ არსებობს რამდენიმე სფერო, სადაც შესაძლებელია მოსკოვთან საერთო ენის გამონახვა ისეთი პრობლემების გარშემო, როგორიცაა სირიაში მიმდინარე გაჭიანურებული სამოქალაქო ომი, უკრაინის მოუგვარებელი კონფლიქტი, ჰაკერული თავდასხმები და კიბერომი, ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. აშშ-ის პრეზიდენტი ჰამბურგში 6 ივლისს ჩავიდა და უკვე გამართა შეხვედრა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან - დიდი ოცეულის სამიტში მონაწილეობის მიღების წინ. ორმა ლიდერმა მოკლედ განიხილა მთავარი საკითხები, რომლებიც სამიტის დღის წესრიგში იქნება - მათ შორის ვაჭრობა და კლიმატის ცვლილებები.

XS
SM
MD
LG