Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში მიმდინარეობს აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა


პრაღაში მიმდინარეობს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის,გრიგორი კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდი. წინა 7 თებერვალის შეხვედრის მთავარი საკითხი იყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა და საბაჟო მონიტორინგის თაობაზე 2011 წელს მიღწეული შეთანხმების ამოქმედება. წინასწარი ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძე ისაუბრებს ბერშუეთის ინცინდენტზე და გააცნობს საქართველოს პოზიციას. ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან დადგეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერი, რომლის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ადგილობრივ მცხოვრებთა მიწის ნაკვეთები.

XS
SM
MD
LG