Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუარესდა ცნობილი ჩინელი უფლებადამცველის, ლიუ სიაობოს ჯანმრთელობის მდგომარეობა


გაუარესდა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ჩინელი ლაურეატის, ციხიდან საავადმყოფოში ბოლოხანს გადაყვანილი ლიუ სიაობოს ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჩინეთის ქალაქ შენიანის საავადმყოფო, რომელშიც მას მკურნალობენ. ლიუ საავადმყოფოში მოათავსეს ღვიძლის კიბოს ბოლო სტადიით. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და დასავლეთი პეკინს მოუწოდებენ, მისცეს ცნობილ უფლებადამცველს სამკურნალოდ უცხოეთში წასვლის უფლება. პაციენტი 7 ივლისს გასინჯეს ამერიკელმა და გერმანელმა ექიმებმა და გამოაცხადეს, რომ საჭიროდ მიიჩნევენ საზღვარგარეთ სამკურნალოდ მის სასწრაფოდ წაყვანას. ლიუ სიაობო 2009 წელს დააპატიმრეს „სახელმწიფოს ძირგამომთხრელი“ საქმიანობის მცდელობის ბრალდებით პეტიცია „ქარტია 08“-ის გამო. პეტიციის ავტორი ჩინეთში დემოკრატიზაციასა და პოლიტიკურ რეფორმებს მოითხოვს. 2009 წელს მას მეოთხე ვადით მიუსაჯეს პატიმრობა. ლიუ სიაობოს 2010 წელს მიენიჭა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია „ჩინეთში ადამიანის ძირითადი უფლებებისათვის ხანგრძლივი და არაძალადობრივი ბრძოლისათვის“. დაჯილდოების ცერემონიაზე ცარიელი სკამი იდგა იქ, სადაც, ჩვეულებრივ, ლაურეატი დგას ხოლმე.

XS
SM
MD
LG