Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და რუსეთი განაახლებენ მოლაპარაკებას უთანხმოების გამომწვევი საკითხების მოსაგვარებლად


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონი და მოსკოვი განაახლებენ მაღალ დონეზე მოლაპარაკებას უთანხმოების გამომწვევი მთავარი საკითხების მოსაგვარებლად. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი დაიმუქრა, რომ მოსკოვი მიმართავს საპასუხო ზომებს, თუ შეერთებული შტატები არ დააბრუნებს რუსეთის ორ დიპლომატიურ რეზიდენციას ნიუ-იორკში და მერილენდში. ეს რეზიდენციები რუსეთს ჩამოართვეს დეკემბერში, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მმართველობის დროს. როგორც იუწყებიან, 17 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომ შენონის შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვთან და მოსალოდნელია, რომ ყურადღება დაეთმობა, უწინარეს ყოვლისა, რუსეთისათვის ჩამორთმეული დიპლომატიური რეზიდენციების თემას. გასულ თვეში მოსკოვმა მოულოდნელად გააუქმა შენონისა და რიაბკოვის შეხვედრა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა მოსკოვის წინაღამდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ. ახლა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ მოლაპარაკება უკვე განახლდება.

XS
SM
MD
LG