Accessibility links

გელათი კვლავ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია

იუნესკომ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ძირითად ნუსხაში დააბრუნა გელათის სამონასტრო კომპლექსი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 10 ივლისის ამ გადაწყვეტილებას „უპრეცედენტოს“ უწოდებენ. გელათის მონასტერი, ბაგრატის ტაძართან ერთად ჯერ კიდევ 1994 წელს შეიტანეს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. 2008 წლიდან იუნესკოს რეკომენდაციების უგულებელყოფით ბაგრატის ტაძარში სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყების შედეგად, 2010 წელს ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში გადაიტანეს. ახლა გელათის მონასტერი დამოუკიდებელი სტატუსით დააბრუნეს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში.
მეტი აჩვენე

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG