Accessibility links

იუნესკოს ნუსხა ბაგრატის ტაძრის გარეშე


სოფო კილასონია, მანანა თევზაძე

იუნესკოს 10 ივლისის კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ბაგრატის ტაძარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს. საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადებით, იუნესკო მიიჩნევს, რომ ბაგრატმა დაკარგა ზოგადსაკაცობრიო ღირებულება გამოუსწორებელი ჩარევის შემდეგ, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად განხორციელდა. თავის დროზე იუნესკომ ბაგრატი და გელათის ტაძარი ერთ ნომინაციაში მოაქცია და ისე შეიტანა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, 9 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით კი, იუნესკომ საკითხის განხილვის საფუძველზე შეცვალა საზღვრები. შესაბამისად, თავის დროზე ერთ საზღვრებში ნომინირებული ორი ტაძრიდან მხოლოდ გელათი დატოვა ნუსხაში. რა გახდა ბაგრატის ტაძრის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოწერის საფუძველი და მიიღებს თუ არა მხედველობაში ხელისუფლება იუნესკოს ამგვარ გადაწყვეტილებას სხვა ძეგლებთან მიმართებით? - ამ საკითხზე რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან საუბრობენ გადაცემის სტუმრები: სოფო კილასონია, ხელოვნებათმცოდნე, და მანანა თევზაძე, ორგანიზაცია „ლურჯი ფარის" საქართველოს ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელი. დისკუსიას ნინო ხარაძე უძღვება.

please wait

No media source currently available

0:00 0:14:00 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG