Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ირანს ახალ სანქციებს უწესებს


ირანის 18 მოქალაქეს და ფირმას, რომლებიც დაკავშირებული არიან ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამასთან, აშშ ახალ სანქციებს უწესებს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადება გამოქვეყნდა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ვაშინგტონმა დაადასტურა, რომ ირანი ასრულებს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების პირობებს და ამიტომაც, გააგრძელებს ბირთვულ სფეროსთან დაკავშირებული სანქციების შეკვეცას. სამინისტროს განცხადების თანახმად, სანქციები დაუწესდათ ობიექტებს, რომლებიც გარეული არიან უკანონო ქმედებაში ან საერთაშორისო დამნაშავეობრივ საქმიანობაში. ობიექტები, რომლებსაც სანქციები დაუწესდათ, მხარს უჭერენ ირანის არმიას და რევოლუციურ გვარდიას. "ადმინისტრაციას აგრესიულად ეყოლება სამიზნეში ამოღებული ირანის დამნაშავეობრივი ზრახვები, ტერორიზმის მხარდაჭერის, ბალისტიკური რაკეტების პროგრამის, ადამიანის უფლებების დარღვევის ჩათვლით“, მოყვანილია განცხადებაში მინისტრ სტივენ მნუჩინის სიტყვები.

XS
SM
MD
LG