Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკელმა სეპარატისტებმა გამოაცხადეს ახალი სახელმწიფოს, "მალოროსიის" შექმნის შესახებ


უკრაინაში სეპარატისტებმა, რომლებიც აღმოსავლეთში მდებარე დონეცკის ოლქს აკონტროლებენ, გამოაცხადეს, რომ შექმნეს ახალი სახელმწიფო „მალოროსია“. ეს განცხადება დაგმო კიევმა, ხოლო კრემლმა დონეცკელი სეპარატისტების ლიდერის, ალექსანდრ ზახარჩენკოს პირადი ინიციატივა უწოდა განცხადებას უკრაინის ტერიტორიაზე „მალოროსიის სახელმწიფოს“ გამოცხადების შესახებ. იუწყებიან აგრეთვე, რომ უკრაინის ლუგანსკის ოლქში მებრძოლ სეპარატისტებს მხარი არ დაუჭერიათ "მალოროსიის" დაარსების იდეისათვის. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში ვიზიტისას გამოეხმაურა დონეცკელი სეპარატისტების ახალ ნაბიჯს: მას უწოდა ნაწილი რუსეთის მცდელობისა, უკრაინაში იმოქმედოს პრინციპით „დაჰყავი და იბატონე“. პოროშენკომ გამოთქვა რწმენა, რომ მოსკოვი ვერ მიაღწევს თავის მიზანს. აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილში დაიწყო მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მებრძოლ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი, რომლის შედეგადაც 10 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული. კონფლიქტი გრძელდება მინსკში 2015 წელს ხელმოწერილი საზავო შეთანხმებების მიუხედავად.

XS
SM
MD
LG