„Check in Georgia”-ს შეუსრულებელი მისია?
ეროს რამაცოტის, რობი უილიამსისა და Maroon 5-ის კონცერტებს საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების რიცხვი არ გაუზრდია. ასეთ დასკვნას აქვეყნებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომლის გამოკვლევის თანახმად, 2016 წელს ნაწილობრივ სახელმწიფო სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული „Check in Georgia”-ს პროექტის ფარგლებში გამართულ სამ კონცერტზე საზღვარგარეთ ბილეთების მხოლოდ ხუთი პროცენტი გაიყიდა. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 40 მილიონ ლარს აჭარბებდა და მისი მიზანი უცხოელი ტურისტების მოზიდვა იყო. საიას გამოკვლევის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარედან უშუალოდ კონცერტებზე დასასწრებად შემოსული ტურისტების წილმა სულ 0,05 პროცენტი შეადგინა. გამოკვლევის ავტორთა აზრით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ „Check in Georgia“-ს პროექტმა უცხოელი ტურისტების ზრდას ხელი ვერ შეუწყო.
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან