Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კანონმდებლებმა სანქციების გარშემო ორპარტიულ შეთანხმებას მიაღწიეს


აშშ-ის კანონმდებლების თანახმად, მათ მიაღწიეს ორპარტიულ შეთანხმებას კანონპროექტის გარშემო, რომელიც ეხება სანქციებს რუსეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. ახლანდელი კანონპროექტი მსგავსია იმ დოკუმენტისა, რომელიც სენატმა გასულ თვეში მიიღო. დოკუმენტში, სხვათა შორის, აღნიშნულია, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წელს გაფორმებული იმ შეთანხმების პირობების დარღვევას, რომელიც მოითხოვს რუსეთის ჯარების გაყვანას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში ჰუმანიტარული ჯგუფების თავისუფალ წვდომას და კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგს.წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტს კენჭი უნდა უყაროს 25 ივლისს. ის უნდა დაამტკიცოს სენატმაც. დოკუმენტს თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტი თავშეკავებით შევხდნენ.

XS
SM
MD
LG