Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილი: „ვაშინგტონი აშკარად ავლენს თბილისის პოლიტიკური მხარდაჭერის მზადყოფნას“


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ქვეყნის გაწევრიანების საკითხები „მკაფიოდ გამოიკვეთა“ თბილისში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის მსვლელობაში. „ამერიკის ხმის“ ქართული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში მარგველაშვილმა ისიც თქვა, რომ აშკარად შეინიშნება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მტკიცე და სტაბილური მხარდაჭერა საქართველოსადმი. პრეზიდენტმა დასძინა, რომ ვაშინგტონის ამჟამინდელი ადმინისტრაცია აშკარად ავლენს ინტერესს საქართველოსადმი, მასთან თანამშრომლობის სურვილსა და მისი პოლიტიკური მხარდაჭერის მზადყოფნას.

XS
SM
MD
LG