Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ამოქმედდა ახალი, რიგით მესამე უსაფრთხო ზონა


სირიის ქალაქი რაყა
სირიის ქალაქი რაყა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სირიელ ოპოზიციონერებს შეუთანხმდა ქალაქ ჰომსის ჩრდილოეთით ახალი უსაფრთხო ზონის შექმნაზე. ამ რეგიონში ბოლო ხანს ხორციელდებოდა სირიის ჯარების სარაკეტო იერიშები და სირიისა და რუსეთის სამხედრო-საჰაერო დარტყმები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, იგორ კონაშენკოვმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე „წარმატებული" უწოდა უკვე შექმნილ ორ უსაფრთხო ზონას. ისინი სამხრეთ-დასავლეთ სირიაში და დამასკის მახლობლად მდებარეობს. „შეხვედრის შედეგად მიღწეულია შეთანხმება ქალაქ ჰომსის ჩრდილოეთით დეესკალაციის მესამე ზონის მოწყობაზე. ზონა მოიცავს 84 დასახლებულ პუნქტს, რომლებშიც 147 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. შეთანხმების მიხედვით, დღეიდან, 3 აგვისტოდან, ადგილობრივი დროით 12 საათიდან ზომიერი ოპოზიციის შენაერთები და მთავრობის სამხედრო შენაერთები მთლიანად წყვეტენ ცეცხლს ყველა ტიპის იარაღიდან“, - განაცხადა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა. რუსეთი 2015 წლიდან უწევს სამხედრო დახმარებას სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ერთგულ სამხედრო შენაერთებს. სირიაში 2011 წელს დაწყებულ ომში ასიათასობით ადამიანია დაღუპული.

XS
SM
MD
LG