Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის თავდასხმას სულ მცირე ხუთი ჯარისკაცი ემსხვერპლა ჰელმანდის პროვინციაში


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ქვეყნის სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში, ერთ-ერთ სავალუტო ბაზარზე მომხდარი აფეთქების შედეგად. გერეშიკის რაიონში 4 აგვისტოს დილით სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა თავდასხმაში, რომლის სამიზნეს, ორგანიზაცია თალიბანის ინფორმაციით, წარმოადგენდა უსაფრთხოების ბაზა და სამთავრობო შენობები. აღნიშნული რაიონი ბოლო კვირების განმავლობაში სასტიკის შეტაკებების ადგილად იქცა. ამ არელაში 21 ივლისს აშშ-სი ავიაციამ შეცდომით დახოცა 16 სამოქალაქო პირი. ჰელმანდის პროვინციის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს თალიბანი, რომლის მებრძოლებიც რეგულარულად აწყობენ თავდასხმებს უსაფრთხოების ძალების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ძალების წარმომადგენლებზე.

XS
SM
MD
LG