Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი თეთრ სახლს სთავაზობს უკრაინისათვის გამანადგურებელი იარაღის მიწოდებას


ტელეკომპანია „ენბისის“ თანახმად, პენტაგონმა შეიმუშავა რეკომენდაცია, რომელიც თეთრ სახლს სთავაზობს გადასცეს გამანადგურებელი იარაღი უკრაინას, რომლის ტერიტორულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის რუსეთი და მისგან მხარდაჭერილი სეპარატისტები. აღნიშული ინფორმაცია ტელეკომპანიას დაუდასტურა სამმა ანონიმურმა წყარომ. პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უარი თქვა ამ ინფორმაციის კომენტირებაზე, თუმცა დასძინა, რომ „გამორიცხული არაფერია.“ საინფორმაციო საშუალების მიერ ჩამოთვლილ სავარაუდო შეიარაღების სიაში შედის ხელით გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინები“. 2014 წელს რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და დიდ ეკონომიკურ, სამხედრო და პოლიტიკურ დახმარებას უწევს უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედ სეპარატისტებს.

XS
SM
MD
LG