Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში მძიმე ავტოავარიის შემდეგ დააკავეს ვიცე-პრემიერის შვილიშვილი


აზერბაიჯანში დააკავეს ვიცე-პრემიერ ალი ჰასანოვის შვილიშვილი ავტო-საგზაო შემთხვევისათვის, რომელსაც ორი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნაილ ალაჰვერდიევი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს ოთხი თვით, სანამ გამოძიება მიმდინარეობს. სამინისტროს განცხადებით, ალაჰვერდიევი მართავდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას, რომლის მონაწილეობითაც ბაქოში 3 აგვისტოს მომხდარმა ავარიამ შეიწირა ორი ადამიანის სიცოცხლე. დაშავდა კიდევ ორი ადამიანი. წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება ავარიაში მონაწილე მეორე მანქანის მძღოლიც. „მიუხედავად აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სერიოზული გაფრთხილებისა, კვლავ გრძელდება სახელმწიფოს ოფიციალურ პირთა და მათი ოჯახის წევრების მიერ ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობა და დანაშაულთა ჩადენა“, - ნათქვამია აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG