Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში 13 ადამიანი დაიღუპა და 175 დაშავდა ძლიერი მიწისძვრის შედეგად


გაწმენდითი სამუშაობი მიწისძვრის შემდეგ
გაწმენდითი სამუშაობი მიწისძვრის შემდეგ

ჩინეთში 13 ადამიანი, მათ შორის ხუთი ტურისტი დაიღუპა და, სულ ცოტა, 175 დაშავდა ძლიერი მიწისძვრის შედეგად. 6,5 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში მდებარე მეჩხერად დასახლებულ მთიან რეგიონში, ქალაქ გუანიუანიდან 200-მდე კილომეტრში. იქვე მდებარეობს ძიუჯაიგოუს ნაკრძალი, რომელიც მრავალ ტურისტს იზიდავს. მიწისძვრას მოჰყვა 400-მდე მიწისქვეშა ბიძგი და, რამდენიმე საათში, კიდევ ერთი 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, ყაზახეთთან საზღვრის მახლობლად.

XS
SM
MD
LG