Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პარლამენტმა შეამცირა სიკვდილით დასჯის შეფარდების შესაძლებლობა ნარკოდანაშაულზე


ირანის პარლამენტი
ირანის პარლამენტი

ირანის პარლამენტმა გააუქმა სიკვდილით დასჯის შეფარდების შესაძლებლობა ზოგიერთი ნარკოდანაშაულისთვის - რამაც, შესაძლოა, ათასობით ადამიანი გადაარჩინოს სასჯელის ამ უმაღლეს ზომას. რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელებული დებატების შემდეგ ირანში 13 აგვისტოს დაამტკიცეს ნარკოტიკების ტრეფიკინგის კანონში ცვლილებები - რომელთა რატიფიკაციაც ახლა კლერიკალურმა ორგანომ, მცველთა საბჭომ და პრეზიდენტმა უნდა მოახდინონ. ახალი კანონით, რომელსაც უკუძალა ექნება, სიკვდილით დასჯა შესაძლებელი იქნება შეეფარდოს მხოლოდ ნარკოტიკებით მოვაჭრე მსხვილ ფიგურებს, შეიარაღებულ დილერებს და მათ, ვისაც 50-ზე მეტი კილოგრამი ოპიუმის ან ორი კილოგრამი ჰეროინის ტრეფიკინგი დაუმტკიცდებათ. შედარებით მცირე მასშტაბის დანაშაულები დაისჯება 30 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. აქამდე სიკვდილით დასჯის შეფარდება შესაძლებელი იყო 20 კილოგრამი ოპიუმის ან 30 გრამი ჰეროინის შეტანისთვის. ახალი კანონის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა 5000-მდე სიკვდილმისჯილს შეუნარჩუნდეს სიცოცხლე. ირანი მსოფლიოს ერთ-ერთი ქვეყანაა სიკვდილით დასჯის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით და მას გამუდმებით აკრიტიკებენ უფლებადამცველი ჯგუფები.

XS
SM
MD
LG