Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურკინა-ფასოში თურქულ რესტორანზე თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა


ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში სულ მცირე 18 ადამიანი მოკლეს ორშაბათს ღამით, შეიარაღებული თავდასხმისას, რომელიც უცხოელ ტურისტებს შორის პოპულარულ თურქულ რესტორანზე განხორციელდა. ამ დასავლეთ აფრიკული სახელმწიფოს ხელისუფლების ცნობით, მოკლულთა შორის არიან უცხოელები, მათ შორის, ერთი ფრანგია. დაშავებულთა რიცხვი, როიტერის თანახმად, რვას აღწევს. ორი შეიარაღებული პირი რესტორანთან მანქანებით მივიდა და გარეთ მსხდომ სტუმრებს ცეცხლი გაუხსნეს. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა და სამხედროებმა სროლისას თავდამსხმელები მოსპეს. ქვეყნის ხელისუფლებას ეჭვი მიაქვს შეიარაღებულ დაჯგუფებაზე, რომელიც ექსტრემისტულ "ისლამურ სახელმწიფოსთან" არის დაკავშირებული. 2016 წლის იანვარში, უაგადუგუში, ამავე ქუჩაზე, სხვა რესტორანზე თავდასხმისას, 170 პირი აიყვანეს მძევლად. 30 მათგანი მოკლულ იქნა; მაშინ პასუხისმგებლობა მომხდარისთვის „ალ-ყაიდამ“ იკისრა.

XS
SM
MD
LG