Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარიალის ხეობაში აღდგა საავტომობილო მოძრაობა


დარიალის ხეობა
დარიალის ხეობა

დარიალის ხეობაში აღდგა საგანგებო ვითარების გამო შეწყვეტილი საავტომობილო მოძრაობა და მუშაობა განაახლა საბაჟო-გამშვებმა პუნქტმა, „ყაზბეგმა.“ დარიალის ხეობაში საავტომობილო მიმოსვლა 14 აგვისტოს, საღამოს აიკრძალა ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული პროცესის გააქტიურების გამო. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხეობაში დამონტაჟებულმა, წინასწარი შეტყობინების სისტემამ წარმატებით იმუშავა და შესაბამის სამსახურებს გადასცა ავტომატური განგაშის სიგნალი მყინვარის ინტენსიური დნობის შედეგად წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადის თაობაზე. მოსალოდნელი საშიშროების გამო, საავტომობილო გზის სახიფათო მონაკვეთიდან და სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან, "ყაზბეგიდან" განხორციელდა მგზავრების და თანამშრომლების ევაკუაცია.

XS
SM
MD
LG