Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ანგარიში რელიგიის თავისუფლებაზე: საქართველოში „არაეფექტიანია“ სიძულვილით გამოწვეული ძალადობის გამოძიება


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა ვაშინგტონში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა ვაშინგტონში

საქართველოში სათანადოდ არ იძიებენ რელიგიური სიძულვილით გამოწვეულ ძალადობას და მთავრობა ფავორიტის როლში ამყოფებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როცა საქმე ეხება საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული შენობების დაბრუნებას. ეს შეფასება გამოთქმულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგ ანგარიშში მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ. ანგარიშში, რომელიც 15 აგვისტოს ვაშინგტონში წარმოადგინა სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა, დეტალურად არის ასახული რელიგიური თავისუფლების მხრივ 2016 წელს შექმნილი ვითარება მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში და ტერიტორიაზე. „მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 80%-ს უწევს თავისი რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის, ან მტრული დამოკიდებულების ატანა. სადაც რელიგიის თავისუფლებას არ იცავენ, ვიცით, რომ უფრო იოლად ვრცელდება დესტაბილიზაცია, ფეხს იკიდებს ადამიანის უფლებების დარღვევა და ძალადობრივი ექსტრემიზმი“, - განაცხადა ტილერსონმა მსოფლიოში რელიგიის თავისუფლებაზე 2016 წლის ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.საქართველოს შესახებ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონსტიტუცია უზრუნველყოფს „რელიგიის სრულ თავისუფლებას“, ეკლესიისა და სახელმწიფოს გაყოფას და კრძალავს რელიგიური ნიშნით დევნას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში გამოძიებულ იქნა, სავარაუდოდ, რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი 19 დანაშაული, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები და ომბუდსმენი სერიოზულ პრობლემად მიიჩნევენ გამოძიების „არაეფექტიანად“ მიმდინარეობას. ამას გარდა, იუწყებიან საქართველოს მთავრობის მხრიდან შეფერხებაზე, როცა რელიგიური უმცირესობები ითხოვენ თავიანთი რელიგიური რიტუალებისთვის განკუთვნილი შენობების აგებას. საქართველოს შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია ასევე, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რომელთაც ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, კვლავინდებურად ზღუდავენ რელიგიურ რიტუალებს. მაგალითად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებას არ ეძლეოდა აფხაზეთში ღვთისმსახურების ჩატარების შესაძლებლობა და, როგორც აფხაზეთში, ისე სამხრეთ ოსეთში დაზიანებულ იქნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური ობიექტები.

XS
SM
MD
LG