Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRW: უზბეკეთში 11-წლიანი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა გაეროს თანამშრომელი


ერკინ მუსაევი 2006 წელს დააპატიმრეს და ჯაშუშობის ბრალდებით 20 წლით მიუსაჯეს პატიმრობა
ერკინ მუსაევი 2006 წელს დააპატიმრეს და ჯაშუშობის ბრალდებით 20 წლით მიუსაჯეს პატიმრობა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, ჰიუმან რაიტს უოჩი (HRW) აცხადებს, რომ უზბეკეთში, უკანონო თერთმეტწლიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა გაეროს ყოფილი თანამშრომელი და მთავრობის წევრი. გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია ეყრდნობა პირის ოჯახს და წერს, რომ ერკინ მუსაევი, რომელიც უზბეკეთში 11 წლის განმავლობაში იყო წამების და უკანონო პატიმრობის მსხვერპლი, თავისუფალია. ორგანიზაციის თანახმად, ნათესავები აცხადებენ, რომ მუსაევი - რომელიც 2006 წელს დააპატიმრეს და ჯაშუშობის ბრალდებით 20 წლით მიუსაჯეს პატიმრობა - ვადაზე ადრე გაათავისუფლეს პრეზიდენტ შავკატ მირზოევის ბრძანების საფუძველზე. ჰიუმან რაიტს უოჩი უზბეკეთის ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა პატიმარი, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებითაა ციხეში.

XS
SM
MD
LG