რელიგიის თავისუფლების პრობლემები საქართველოში
საქართველოს სახელმწიფო არასათანადოდ რეაგირებს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, არასათანადოდ იძიებს ასეთ ფაქტებს, რელიგიურ უმცირესობებს ხელი ეშლება სალოცავების აშენების პროცესში, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესია ინარჩუნებს პრივილეგირებულ მდგომარეობას − ეს შეფასებები გამოთქმულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ასახავს მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხრივ არსებულ მდგომარეობას. ანგარიში, რომელიც 15 აგვისტოს, ვაშინგტონში შეკრებილ ჟურნალისტებს წარუდგინა სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, საქართველოს არასამთავრობო სექტორის შეფასებით, მწვავეა. სახელმწიფო სტრუქტურათა წარმომადგენლები კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 10, 2026შეხვედრა ოთხ-ნახევარწლიანი განშორების შემდეგ
-
ნოემბერი 03, 2026რა ელის „ექსპო ჯორჯიას“ - შენარჩუნება თუ გარდაქმნა?
-
ოქტომბერი 31, 2026შვილი: ნიკა ხაჩიძე
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე