Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტილერსონი: აშშ-მა შესაძლოა განიხილოს პაკისტანისათვის "ნატოს არაწევრი ძირითადი მოკავშირის" სტატუსის ჩამორთმევა


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებით, აშშ-მა შესაძლოა განიხილოს პაკისტანისათვის „ნატოს არაწევრი ძირითადი მოკავშირის“ სტატუსის ჩამორთმევა, თუ პაკისტანი არ მიმართავს მკაცრ ზომებს თალიბანისა და ექსტრემისტების სხვა ჯგუფების წინააღმდეგ. ტილერსონმა 22 აგვისტოს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე უთხრა ჟურნალისტებს, რომ ისლამაბადის მიმართ ნდობა შერყეულია, რადგან პაკისტანს თავს აფარებენ ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც გეგმავენ და ახორციელებენ თავდასხმებს ამერიკელი სამხედროების, ამერიკელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ძირს უთხრიან სამშვიდობო ძალისხმევას ავღანეთში. ტილერსონის ამ განცხადებამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 21 აგვისტოს მოუწოდა პაკისტანს, შეწყვიტოს რეგიონში ექსტრემისტების სავარაუდო მხარდაჭერა.

XS
SM
MD
LG