ხანძრები, ჯარი და დივერსიის ალბათობა
ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან ახლოს, სადაც ხანძარს უკვე მეოთხე დღეა ებრძვიან, 23 აგვისტოს დღის პირველ ნახევარში შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო, თუმცა, საღამოს, ძლიერი ქარის გამო, ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა და ხანძარი კვლავ მიუახლოვდა დასახლებულ ტერიტორიას. მიუხედავად ამისა, როგორც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ბორჯომის ხეობაში მოქმედ საგანგებო შტაბში აცხადებენ, საერთო სურათი გაუმჯობესებულია და ხელშესახები შედეგების მიღწევა, დიდწილად, შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ხანძართან ბრძოლის პროცესში საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ჩაერთვნენ – ცოცხალი ძალის, საფრენი აპარატებისა თუ სახმელეთო სახანძრო ტექნიკის მიწოდებით. ჯერჯერობით, არ განიხილება ბორჯომის ხეობაში ხანძართან ბრძოლის პროცესში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ჩართვის საკითხი, როგორც ეს 22 აგვისტოს ატენის ხეობაში, სოფელ ბოშურში, გაჩენილი ხანძრის შემთხვევაში მოხდა. პროცესში ჯარისკაცების ჩართვის თაობაზე პრეზიდენტის შესაბამის ბრძანებას პარლამენტმა 23 აგვისტოს, რიგგარეშე სხდომაზე დაუჭირა მხარი. უკანასკნელ პერიოდში, მოხშირებული ხანძრების ფონზე, კითხვები ჩნდება დივერსიის ალბათობასთან დაკავშირებით.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 10, 2026შეხვედრა ოთხ-ნახევარწლიანი განშორების შემდეგ
-
ნოემბერი 03, 2026რა ელის „ექსპო ჯორჯიას“ - შენარჩუნება თუ გარდაქმნა?
-
ოქტომბერი 31, 2026შვილი: ნიკა ხაჩიძე
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე