Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: რუსეთი სამხედრო მანევრებზე ნატოს მეთვალყურეთა რიცხვს ამცირებს


იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და სრულიად გამჭვირვალე გახადოს ინფორმაცია სამხედრო მანევრების შესახებ, რომელიც იმართება მომავალ თვეში ბელორუსიაში. სტოლტენბერგმა, ვარშავაში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, ბეატა შიდროსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ერთობ ყურადღებით გავუწევთ მეთვალყურეობას მანევრებს, რომებიც ჩვენს საზღვრებთან ეწყობაო. რუსეთი ყოველთვის პოულობს გზებს, რათა ამგვარ მანევრებზე, ამჯერად, სახელწოდებით „ზაპად 2017", ნატოს სამხედრო მეთვალყურეთა რიცხვი მინიმუმამდე შემცირდეს, თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა. ეუთოს წესებით, თუ რომელიმე სახელწიფო მართავს მანევრებს 13 ათასზე მეტი სამხედროს მონაწილეობით, ის ვალდებულია სახელმწიფოებს აცნობოს მათ შესახებ და მიიწვიოს მეთვალყურეები. ბელორუსმა განაცხადა, რომ მანვერებში, სახელწოდებით „ზაპად 2017“, 12700 ჯარისკაცი მონაწილეობს. ნატოს წევრებს ეჭვი აქვთ, რომ „სამხედრო თამშებში“ მეტი სამხედრო იქნება ჩართული. ბელორუსმა განაცხადა, რომ ნატოს შვიდი წევრი ქვეყნიდან მიიწვია სამხედრო მეთვალყურეები. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მინსკის მიწვევის საპასუხოდ ორ ექსპერტს მიავლენს.

XS
SM
MD
LG