Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მექსიკის მთავრობა არ აპირებს აშშ-თან საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსებას


აშშ-სა და მექსიკას შორის არსებული სასაზღვრო ბარიერი.
აშშ-სა და მექსიკას შორის არსებული სასაზღვრო ბარიერი.

მექსიკის მთავრობა არ აპირებს აშშ-თან საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსებას, როგორც ამას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოითხოვს. განცხადება მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „მექსიკის მთავრობა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ჩვენი ქვეყანა არავითარ შემთხვევაში არ დააფინანსებს კედლის ან სხვა ფიზიკური ბარიერის მშენებლობას აშშ-თან საზღვრის გასწვრივ. ამგვარი პოზიცია მოლაპარაკებებზე არა მექსიკის სტრატეგიას, არამედ ჩვენი სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების პრინციპს უპასუხებს“, - ნათქვამია მექსიკის საგარეო უწყების განცხადებაში. გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკას უწოდა ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც კრიმინალის დონე ძალიან მაღალია და განაცხადა, რომ მექსიკასთან საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობაა საჭირო.

XS
SM
MD
LG