Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი „უსაფუძვლოდ“ მიიჩნევს მოახლოებული სამხედრო წვრთნებით დასავლეთის შეშფოთებას


რუსეთი აცხადებს, რომ მოახლოებული სამხედრო წვთრნები, „დასავლეთი 2017“, რომელსაც რუსეთი და ბელორუსია ერთად ჩაატარებენ, „მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა“ და არ უქმნის საფრთხეს რუსეთის მეზობლებს, ნატოს, ან დასავლეთს. მანევრები 14-20 სექტემბერს გაიმართება ბელორუსიასა და დასავლეთ რუსეთში. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა „უსაფუძვლო“ უწოდა მოახლოებული წვრთნებით დასავლეთის შეშფოთებას. ფომინის შეფასებით, დასავლეთის პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები ავრცელებენ „მითებს რუსეთის საფრთხეზე“ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით. ფომინმა გაიმეორა მაჩვენებლები, რომლებიც ადრე იქნა დასახელებული მანევრებში მონაწილეთა რაოდენობასთან დაკავშირებით. ფომინის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 12 700-მდე სამხედრო მოსამსახურე ბელორუსიიდან და რუსეთიდან. ლიტვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აშშ-მა 29 აგვისტოს დამატებით შვიდი საბრძოლო თვითმფრინავი გააგზავნა ბალტიის სახელმწიფოების საჰაერო სივრცეში საპატრულოდ.

XS
SM
MD
LG