Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა დეპორტაციას უპირებს რუს ჟურნალისტ ანა კურბატოვას


უკრაინა აცხადებს, რომ დეპორტაციას უპირებს რუს ტელეჟურნალისტს, „პირველი არხის“ კორესპონდენტ ანა კურბატოვას. უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესმდივანმა ოლენა ჰიტლიანსკმა 30 აგვისტოს ფეისბუკში დაწერა, რომ კურბატოვა არის „რუსი პროპაგანდისტი“ და მას რუსეთში დააბრუნებენ. პრესმდივანი არ აზუსტებს დაგეგმილი დეპორტაციის დეტალებს. დღესვე უკრაინის უშიშროების სამსახურმა უარყო რუსეთის მედიაში გავრცელებული ცნობა უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ რუსი ჟურნალისტის „მოტაცების" შესახებ. რუსეთის „პირველი არხის“ ცნობით, კურბატოვას არაერთხელ დამუქრებიან მისი რეპორტაჟებით უკმაყოფილო პირები. 2014 წლის შემდეგ, კიევმა რუსეთის ათზე მეტ ტელეარხს აუკრძალა უკრაინაში მუშაობა, რადგან მათ ომის პროპაგანდაში ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG