აბასთუმანში გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები
აბასთუმნის ტყის მასივში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამის შესახებ აცხადებს ხანძრის ლიკვიდაციისთვის შექმნილი საგანგებო შტაბი. სამუშაოებში საქართველოს ვერტმფრენთან ერთად 30 აგვისტოს ჩაერთნენ უკრაინის თვითმფრინავი და აზერბაიჯანის ვერტმფრენი. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზებაში დახმარების თხოვნით საქართველომ მიმართა რამდენიმე ქვეყანას და მათ შორის რუსეთი არ არის. აბასთუმნის მიმდებარე ტყეში ხანძარი 29 აგვისტოს გაჩნდა. მანამდე საქართველო მეზობელი ქვეყნების დახმარებით ერთი კვირა ებრძოდა ხანძარს ბორჯომის ხეობაში.
ეპიზოდები
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან