სტუმრად ჩვენს ეთერში: ნატა ასათიანი
31 აგვისტოს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარმა, ნატა ასათიანმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ისაუბრა სკოლების ავარიული შენობების რეაბილიტაციასა და ახალ სასწავლო წელს დაგეგმილ ცვლილებებზე. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, 189 საჯარო სკოლა ავარიულია და მათგან 42 არ ექვემდებარება აღდგენა-რეაბილიტაციას. ნატა ასათიანმა აღნიშნა, რომ სკოლების რეაბილიტაცია პერმანენტული პროცესია და ის განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ასევე გაგვაცნო სკოლებში სპორტისა და თავისუფალი გაკვეთილების ახალი სქემა, გვითხრა, რომ, წინა წლების მსგავსად, პირველკლასელები ამჯერადაც მიიღებენ კომპიუტერებს და საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს დაურიგდება სახელმძღვანელოები, გამოეხმაურა დემირელის კოლეჯისთვის ლიცენზიის შეჩერების საკითხს – მისი თქმით, სკოლაში აღმოჩნდა გარკვეული დარღვევები, რაც ლიცენზიის შეჩერების საფუძველი გახდა.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"