Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის სასამართლომ ფერვეზ მუშარაფი დამნაშავედ ცნო ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის საქმეში


ფერვეზ მუშარაფი
ფერვეზ მუშარაფი

პაკისტანის ანტიტერორისტულმა სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი ძებნილად გამოაცხადა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. ქალაქ რავალპინდის სასამართლოს 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით, კონფისკაციას დაექვემდებარება მუშარაფის ქონება. პაკისტანის ყოფილი სამხედრო მმართველი ფერვეზ მუშარაფი, ბჰუტოს მკვლელობის საქმეში ბრალდებულად სცნეს 2013 წელს. თუმცა ფერვეზ მუშარაფი დუბაიში ნებაყოფლობით დევნილობაში იმყოფება მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ გაუქმდა მის მიმართ გამოტანილი მოგზაურობის ამკრძალავი ზომა. ბენაზირ ბჰუტო 2007 წელს მოკლეს, რავალპინდიში, ისლამაბადის მახლობლად გამართული მსვლელობის დროს მომხდარი აფეთქებისა და შეიარაღებული თავდასხმისას. 6 წლის შემდეგ ამავე ქალაქში გამართულ სასამართლო სხდომაზე ფერვეზ მუშარაფს სამი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის - მკვლელობასა და მკვლელობის ორგანიზებაში.

XS
SM
MD
LG