Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ატომური სააგენტო: ირანი ასრულებს ბირთვული შეთანხმების პირობებს


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, ირანი ასრულებს ბირთვულ შეთანხმებას, რომელიც 2015 წელს დაიდო ისლამურ რესპუბლიკას და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, ასევე გერმანიას შორის. სააგენტოს კონფიდენციალურ, ყოველ კვარტალურ ანგარიშში, რომელსაც მედიისწარმომადგენლები გაეცნენ, წერია, რომ ირანის ურანის გამდიდრების დონე იმგვარი რჩება, როგორც ეს შეთანხმებული იყო.

XS
SM
MD
LG