Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გადასცა რუსეთში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გადასცა რუსეთში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს აშშ-ის გეგმის გამო, რომელიც, მოსკოვის თქმით, ითვალისწინებს ვაშინგტონში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის შენობაში ჩხრეკის ჩატარებას. ამის შესახებ რია-ნოვოსტი იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. ნოტაში აშშ-ის ქმედებები მოხსენიებულია, როგორც „უპრეცედენტო, აგრესიული აქციები“. ხუთშაბათს აშშ-მა რუსეთს მოსთხოვა, რომ უნდა დახუროს სან-ფრანცისკოში რუსეთის დიპმისიის ხელმძღვანელის რეზიდენცია და გენერალური საკონსულო, ასევე სავაჭრო წარმომადგენლობები ვაშინგტონსა და ნიუ-ორკში. თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰეზერ ნოიერტმა განაცხადა, რომ აშშ „პარიტეტის სულისკვეთებით“ მოქმედებს, ვინაიდან აშშ-ში ადრე რუსეთის ოთხი საკონსულო მოქმედებდა, რუსეთში კი - აშშ-ის მხოლოდ სამი საკონსულო.

XS
SM
MD
LG