Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალადაშვილი ვარაუდობს, რომ ტყეებში ხანძრის გაჩენის მიზეზი შესაძლოა დრონები იყოს


ირაკლი ალადაშვილი
ირაკლი ალადაშვილი

ანალიტიკოსი და ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ვარაუდობს, რომ ტყეებში ხანძრის გაჩენის მიზეზი შესაძლოა, დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები, იგივე დრონები იყოს. როგორც გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს ირაკლი ალადაშვილი, მიუდგომელ ტყის მასივებში ცეცხლის მრავალი კერის თითქმის ერთდროულად გაჩენამ უნებურად დაბადა ეჭვი, რომ ეს იყო დაგეგმილი და ფარულად განხორციელებული დივერსიული აქტების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში კრიზისული სიტუაციის შექმნას. როგორც სტატიაშია ნათქვამი, შესაძლოა, ჩაფიქრებული იყო, მოსახლეობისთვის დაენახვებინათ ასეთ ვითარებაში ხელისუფლების არაადეკვატურობაც, რასაც შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება მოჰყვებოდა.

XS
SM
MD
LG